დიდი ალბათობით, ფრანგული “ლიონის” ფორვარდი ლისანდრო ლოპესი “პორტუში” დაბრუნდება. Le Progres-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.
თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, პორტუგალიელებს 30 წლის არგენტინელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ. საგულისხმოა, რომ ლოპესის ხილვა ტურინის “იუვენტუსსა” და ფლორენციის “ფიორენტინასაც” სურდათ, მაგრამ საქმე კონკრეტულ წინადადებამდე არ მისულა.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ლოპესმა 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.