ჯაბა ლიპარტია მომავალ სეზონსაც უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ლუგანსკის “ზორიაში” გაატარებს.
ქართველი ნახევარმცველი მომავალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება და ორშაბათს “ზორიას” დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, რომელიც ლუგენსკელთა პირველმა გუნდმა 1:0 მოიგო.
ლიპარტია მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და “ზორიას” ვებგვერდის ცნობით, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში სიზუსტე არ ეყო.
“ზორიას” დუბლშემადგენლობაში ითამაშა ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ, რომელიც განვლილ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.