ძიუდო

18:21 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ვერცხლმაც ახეირა

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და მამაკაცთა შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს ქართველი ძიუდოისტი ლიდერობს. 81 კილოგრამს უკვე დიდი ხანია სათავეში ავთანდილ ჭრიკიშვილი უდგას და პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონობით კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია. 90 კილოგრამში კი აქამდე მეორე საფეხურზე მდგომმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფრანგულ ტატამზე აღებული ვერცხლით აწ უკვე ყოფილი ლიდერი, კუბელი ეშლი გონსალესი უკან მოიტოვა.

პარიზში პოდიუმზე საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილიც ავიდა. მან ლიპარტელიანის მსგავსად ვერცხლის მედალი მოიპოვა, მაგრამ 60 კილოგრამში გასალიდერებლად ეს არ ეყო. თუმცა ლიდერთან, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან თითქმის 1100-ქულიანი ჩამორჩენა 664 ქულამდე შეამცირა.

დაწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენა მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა, რომელმაც გრანდ სლემზე უჩვეულოდ სუსტად იჭიდავა და ახალ რეიტინგშიც მესამე ადგილს იკავებს.

ჩამოთვლილი ოთხი ქართველი ძიუდოისტის გარდა, საუკეთესო ათეულში ადგილს ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ. მე-9) და ლევან წიკლაურიც (81 კგ. მე-8) ინარჩუნებენ, მაგრამ შავდათუაშვილისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან წონის შეცვლა გადაწყვიტა და 73 კილოგრამში ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. ამ წონით კატეგორიაში ბოლო მონაცემებით ზებედა რეხვიაშვილი მე-13 ადგილზეა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი 25-ეა.

ყველაზე უსიამოვნო სიტუაცია კი კვლავ 100 კილოგრამშია - საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე საიმედო რეიტინგი ალექსანდრე მსხალაძეს აქვს, რომელიც 59-ე ადგილზეა.

ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს გთავაზობთ.

 

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)          2720

2 ამირან პაპინაშვილი            2056

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1960

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1912

5 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)            1360

40 ბეთქილ შუკვანი                    306

76 პაატა მერებაშვილი            124

82 ლუხუმ ჩხვიმიანი             120

121 გიორგი მესაბლიშვილი       60

184 ვაჟა მარგველაშვილი               18

247 გიორგი ბროლაშვილი              2

247 ლერი ჭელიძე                     2

 

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ)      1756

2 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)         1360

3 მასაში ებინუმა (იაპონია)           1320

4 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)        1286

5 გიორგი ზანტარაია (უკრაინა)       1182

9 ლაშა შავდათუაშვილი               1028

32 შალვა ქარდავა                     390

44 ტრისტან ფეიქრიშვილი             281

149 თორნიკე თათარაშვილი       42

160 ვაჟა მარგველაშვილი               36

221 კახა ცაგარელი                    12

243 სანდრო იაკობაშვილი              8

256 ვანიკო თოთლაძე             6

289 გიორგი ქალდანი             2

 

73 კგ

1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლ)  1841

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)       1688

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)          1404

4 დექს ელმონი (ჰოლანდია)           1244

5 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)       1240

13 ზებედა რეხვიაშვილი               852

25 ნუგზარ ტატალაშვილი              535

155 არსენ მაჭარაშვილი                42

162 ზურაბ ნოზაძე                     38

163 ამბაკო ავალიანი             36

269 გიორგი პაპუნაშვილი              8

311 ფრიდონ გიგანი                   2

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი              2478

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)        2046

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)     1398

4 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)      1160

5 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)          1080

8 ლევან წიკლაური                  952

82 უშანგი მარგიანი                   120

158 ლაშა ზურაბიანი             42

179 ბექა ღვინიაშვილი            30

213 პაატა ღვინიაშვილი                14

251 იასონ ჩილინდრიშვილი       8

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი              2486

2 ეშლი გონზალესი (კუბა)                  2404

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)         1696

4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)            1642

5 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)       1128

18 ზვიად გოგოჭური             512

97 ბექა ღვინიაშვილი             84

171 ლაშა ტაველური              20

220 ზურაბ ზვიადაური            8

246 პაატა ღვინიაშვილი                2

 

100 კგ

1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)           2376

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)          2068

3 სირილ მარე (საფრანგეთი)          1725

4 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                  1680

5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)            1253

41 ლევან ჟორჟოლიანი           286

56 ირაკლი ცირეკიძე             164

59 ალექსანდრე მსხალაძე              158

85 დავით ლორიაშვილი                98

95 ნოდარ მეტრეველი            82

112 ბექა ბერძენიშვილი           60

112 ვარლამ ლიპარტელიანი       60

150 ლაშა გურული                    31

190 გიორგი ნოზაძე                    10

208 გურამ თუშიშვილი           2

 

+100 კგ

1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)         2090

2 ტედი რინერი (საფრანგეთი)         1900

3 ადამ ოქრუაშვილი              1634

4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)        1508

5 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)           1316

26 ლევან მატიაშვილი            418

54 ნოდარ მეტრეველი            160

90 გიორგი ზაქარიაძე            81

94 ონისე ბუღაძე                 70

120 ზვიად ხანჯალიაშვილი       40

177 როსტომ ხახალეიშვილი       2

0.12771