ძიუდო

10:16 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი რეპეშაჟის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოში მიმდინარე “დიდ სლემზე” ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი დამამშვიდებელ ეტაპზე ნახევარფინალიდან გადაერთო, იაპონელ მასიუ ბეიკერთან წაგების შემდეგ.

ამ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა იაპონელი ჰიროტაკა კატო და გერმანელი აარონ ჰილდებრანდი იპონ-იპონ ჩამოიშორა. “ბრინჯაოს ფინალში” კი კიდევ ერთ იაპონელ შოჰეი შიმოვადას დაუპირისპირდება.

დღესვე იაპონურ ტატამზე ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძეც გავიდნენ, მაგრამ სამივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 11 საათიდან დაიწყება.

0.119774