გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შოტლანდიასთან მოგებით (2:1) გახსნა. კვირას, დორტმუნდში გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბრიტანელების სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება.
"შოტლანდიას მომზადების მხრივ პრობლემა არ აქვს. მათ ბრიტანული მენტალიტეტი აქვთ, თუმცა განვლილ მატჩში ბრიტანული სტილში ვერ ითამაშეს. მეტოქე ცდილობდა კარგი და ორგანიზებული ფეხბურთი ეთამაშა. მათ კვალიფიცირებული ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ მათ შესახებ ყველაფერი კარგად ვიცოდით - გამოსარჩევია ნეისმიტი, მალოუნი, ანია და ფლეთჩერი, რომელიც ყველაზე ცნობილი და გამოცდილია." - განაცხადა ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ტურნირის ამავე ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თბილისს 2015 წლის 29 მარტს ეწვევა.
გიორგი ბალახაძე