გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლიოვმა მომავალი მუნდიალისთვის შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”), რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”).
მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე “ბაიერნი”), ერიკ დურმი, კევინ გროსკროიცი, მათს ჰუმელსი (ყველა “დორტმუნდი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), პერ მერტეზაკერი (“არსენალი”, ინგლისი).
ნახევარმცველები: იულიან დრექსლერი (“შალკე”), მათიას გინტერი (“ფრაიბურგი”), მარიო გიოტცე, ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა “ბაიერნი”), სამი ხედირა (“რეალი”, ესპანეთი), მესუთ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), კრისტოფ კრამერი (“მიონხენგლადბახი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”), ანდრე შიურლე (“ჩელსი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალი”, ინგლისი), მიროსლავ კლოზე (“ლაციო”, იტალია).