ფეხბურთი

22:48 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი ნოიერს, ლამსა და იოზილს დაასვენებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, ინგლისთან გასამართ ამხანაგურ მატჩში, გუნდის რამდენიმე ლიდერს დაასვენებს.

“ინგლისთან თამაში ტაქტიკისა და შემსრულებლების შემოწმების ბოლო შანსია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოგვეცემა.

ლამი, ნოიერი და იოზილი გუნდის ბირთვს წარმოადგენენ, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვან პოზიციებზე თავის გამოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მივცეთ და ისინი ისეთ ძლიერ მეტოქესთან გამოვცადოთ, როგორიც ინგლისია.” – ციტირებს ლიოვის სიტყვებს Goal-ი.

0.112702