გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ინგლისის სტუმრად 1:0 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ბუნდესმანშაფტს” უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.
“მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა და ყველა შეკითხვისთვის პასუხი ადრიანადვე გაგვეცა. ეს ვერ შევძელით და ცოტა გაბრაზებული ვარ, მაგრამ მთავარია, რომ გუნდი ბურთს დამაჯერებლად აკონტროლებდა და მეტოქეს თამაშის სათავისოდ შეტრიალების შანსი არ მისცა. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ” – განაცხადა ლიოვმა.