ფეხბურთი

18:35 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი დებიუტანტების თამაშით კმაყოფილია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, პოლონეთთან გამართული ამხანაგური თამაშის (0:0) შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“მხიარული თამაში გამოვიდა. ძალიან ბევრი დებიუტანტი გვყავდა, რომლებმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.

კარგად ორგანიზებული გუნდი ვიყავით და ისე ვთამაშობდით, როგორც საჭირო იყო. თამაში გოლების გარეშეც კი სანახაობრივი გამოდგა.” – აცხადებს ლიოვი, რომელმაც პოლონეთთან მატჩში ნაკრების 12 დებიუტანტი ათამაშა.

0.115474