საფრანგეთის ეროვნული გუნდის მეკარის, უგო ლიორისის აზრით, ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გადამწყვეტი არ იქნება.
“მომავალი თამაში ჩვენთვის რთული იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან ამის გარდა, კიდევ სამი მატჩი გვექნება. ჯგუფში ვლიდერობთ, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. მაღალი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორც ეს პირველი შეხვედრის მეორე ტაიმში მოვახერხეთ. პლანეტის საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში საკუთარი მიზნების გადაწყვეტაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ესპანეთისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია. ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა”, – იუწყება ლიორისის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.