ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ფერნანდო ლიორენტემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, “რეალის” კარში სხვადასხვა რანგის ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობა 7-მდე გაზარდა. ფეხბურთელმა გუშინდელი მატჩის (2:2) დასრულების შემდეგ თავის ბოლო გოლსა და ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.
“ბედნიერი ვარ, რომ “რეალს” ისევ გავუტანე და ეს შევძელი მაშინ, როდესაც საუკეთესო სათამაშო ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო თანაგუნდელებთან ბოლომდე შეთამაშებული ვერ ვარ, მაგრამ ეს პრობლემა სწრაფი ტემპით გვარდება. ამჟამად ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 60 პროცენტი ვაჩვენე” – უთხრა ლიორენტემ “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებ-გვერდს.