ფეხბურთი

21:07 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიორენტე: “დელ ბოსკეს გადაწყვეტილებას უნდა შევეგუო”

“იუვენტუსისა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე ეროვნულ გუნდში გამოუძახებლობის გამო მთავარ მწვრთნელზე, ვისენტე დელ ბოსკეზე ნაწყენი არაა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 29 წლის ფეხბურთელმა 23 თამაში ჩაატარა და 11 გოლის გარდა, თავი 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა. ამის მიუხედავად, დელ ბოსკემ ნაკრებში ალვარო ნეგრედოსა და დიეგო კოსტას უხმო, ხოლო ლიორენტეს – არა.

“დელ ბოსკეს გადაწყვეტილებას უნდა შევეგუო. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში მინდოდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დიეგო კოსტას შესანიშნავი სეზონი აქვს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენა არ მინდა. წინ კიდევ დიდი დროა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნაკრებში მოვხვდე.” – აცხადებს ლიორენტე, რომელსაც “ფურია როხას” მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში 7-ჯერ გაუტანია.

0.102732