“ლიონის” ნახევარმცველი იოან გურკუფი “სენტ ეტიენთან” საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (1:2) დაშავდა და მოედანს გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა. ამის შესახებ L’Equipe იუწყება.
“ლიონის” თავკაცმა რემი გარდმა მატჩიშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 27 წლის პლეიმეიკერს ტერფის ტრავმა აქვს. გურკუფს დეტალური სამედიცინო შემოწმება უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება და მისი გამოჯანმრთელების თარიღიც ცნობილი გახდება.
დიდი ალბათობით, გურკუფი ტურინის “იუვენტუსთან” ევროპის ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩს დააკლდება. ფრანგები ტურინელებს ხუთშაბათს დაუპირისპირდებიან.