ფეხბურთი

14:39 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონმა” თვალი კაზრის დაადგა

ტუნისის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ბასტიას” შემტევი ვაჰბი კაზრი “ლიონის” თვალთახედვის არეში მოექცა.

ლისანდრო ლოპესის გაყიდვამ, ასევე ბაფეტიმბი გომისსა და ჯიმი ბრიანთან შექმნილმა კონფლიქტურმა სიტუაციამ, “ლიონი” პრაქტიკულად კვალიფიციური თავდამსხმელის გარეშე დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობა “ლორიანთან” ჟერემი ალიადერას ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ლიონელთა რიგებში გადასვლა თავად ფეხბურთელმა იუარა.

Lequipe-ს ინფორმაციით, ახლა “ოლიმპიკის” სამიზნე 22 წლის კაზრი გახდა, რომელსაც წმინდა ფორვარდის გარდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ტუნისელის სატრანსფერო ღირებულა 4 მილიონი ევროა. ვაჰბის ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში “ბასტიას” შემადგენლობაში 29 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.127638