ფეხბურთი

0:52 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" სახელიღა რჩება

"ლიონმა" ბოლო 12 წელიწადში პირველად მოახერხა, რომ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო: აქედან ორი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ორიც ქვეყნის ჩემპიონატში. თანაც, ვისთან – წინა ტურში შინ "რეიმსთან" 0:1 დამარცხდა, ამჯერად კი გასვლაზე "ევიანთან" 1:2... ეტყობა, ლიონში რემი გარდის მწვრთნელობის დღეები (ან იქნებ, საათები) იწურება.

ლიონელებს არ ჰყავდათ კლემენ გრენიე (ტრავმა), თუმცა ეს არ ამართლებთ -  "ევიანს" ჩემპიონატში პირველი მოგება ჩააწერინეს. მატჩის გმირი გახდა მასპინძელთა ფორვარდი Kევინ ბერიგო, რომელმაც პირველივე ტაიმში მიითვალა დუბლი.

პსჟ-მ მოიგო, მაგრამ ისევ ძალიან გაუჭირდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, შემდეგ ხარიხამ უშველა "გინგამს", ლორან ბლანის გუნდი უკანმოუხედავ შეტევაზე იყო გადასული და ერთხელ კინაღამ დაისაჯა – "გინგამის" ფორვარდი იატაბარე პირისპირ გავიდა და მეკარე სირიგუმ გადაარჩინა პსჟ.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ბლანის გუნდმა გაიხარა: სტანდარტული სიტუაციის შემდეგ, ალექსმა თავით დაარტყა, მეკარემ მოიგერია და 19 წლის ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ ახლოდან დაამატა. ეს ის რაბიოა, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებთან მატჩისას (0:0) რომ გამოირჩეოდა. პსჟ-მ საფინალო სასტვენამდე კიდევ ერთხელ გაიტანა: "იბრა" კარგად გაერკვა სიტუაციაში, მეკარისა და მცველების გაუგებარი თამაშით ისარგებლა და 2:0 მოაგებინა გუნდს.

ისე, რატომ უჭირს ვარსკვლავშემტევებით გაძეძგილ პსჟ-ს გოლების გატანა, ძნელი სათქმელია. დამამთავრებელ ფაზაში პარიზელები ხშირად სცოდავენ.

სხვა მატჩები? საფრანგეთის ჩემპიონატი უხვგოლიანობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ნამეტანი იყო: 7 მატჩიდან 3 უგოლოდ დასრულდა. გამოსარჩევია "ბასტიას" გამარჯვება "ტულუზასთან", რადგან კორსიკელები 37-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ. პალმიერი 0:0-ზე გააძევეს.      

 

ევიანი - ლიონი 2:1 (2:0)

ევიანი, “პარკ დეს სპორტსი”

ევიანი: ლაკუი, ჯა-ჯეჯე, მონგონგუ, მენსა, საბალი, ჯ. კონე, სორლინი, ბარბოსა (ბერტოლიო 72), ვასი, ერე (ესკობარი 87), ბერიგო (სოგუ 66).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

ლიონი: ა. ლოპესი, ბედიმო, ბისევაცი, ბ. კონე, მ. ლოპესი, გონალონსი, მვუემბა (მალბრანკი 66), გურკუფი (ბენზია 46), ფერი (ბალული 82), ფეკირი, ლაკაზეტი.

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0, 2:0 ბერიგო (8, 33), 2:1 ფერი (49).

გაფრთხილება: მონგონგუ (19), ბედიმო (24).

საჯი: ტუპრინი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14 (4)-7 (3), კუთხური: 3-10, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 10-14.  

 

პსჟ – გინგამი 2:0 (0:0)

პარიზი, "პარკ დე პრენსი"

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, მატუიდი, მოტა, პასტორე (რაბიო 64), ლავეცი (ლუკას მოურა 64), კავანი, იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გინგამი: სამასა, ლემაიტრი, სორბონი, კერბრატი, Pერეირა, ატიკი (ჟირესი 71), დიალო, სანხარე (ლევეკი 84), მატისი, ბოვუ, მ. იატაბარე.

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.

გოლები: 1:0 რაბიო (90+1), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (90+3).

გაფრთხილებები: მოტა (58), ატიკი (71), პერეირა (82).

მსაჯი: ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 24 (8)-7 (2), კუთხური: 12-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 14-14.

 

 

 

ბასტია – ტულუზა 2:1 (0:0)

ბასტია, "არმან სეზარი"

ბასტია: ლანდრო, პალმიერი, მოდესტო, სკილაჩი, დიაკიტე, რომარიკი, კაუზაკი, ილანი (ჰარეკი 40), ხაზრი, მაულიდა (რასპენტინო 57), კესერუ (საბლე 88). 

მწვრთნელი: ფრედერიკ ჰანცი.

ტულუზა: აჰამადა, აურიე, აბდენური, სპაიჩი, სილა, შანტომი, დიდო (რაგატინი 77), აგილარი, ნინკოვი (ბენ იედერი 52), ტრეხო, ბრეითვაიტი (აურიე 57).

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 1:0 კესერუ (43), 1:1 ბრაითვაიტი (57), 2:1 რომარიკი (67).

გაფრთხილებები: ხაზრი (20), აურიე (33), აგილარი (45), დიაკიტე (62), სპაიჩი (66), შანტომი (71)

გაძევება: პალმიერი (37).

მსაჯი: ჟოშემი.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 7 (4)-11 (3), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 15-15.

 

ლორიანი – ვალანსიენი 1:0 (1:0)

ლორიანი, "სტად დე მუსტუა"

ლორიანი: ოდა, გერეირო, ლაუტოა, მანგა, ბაკა, მონე-პაკე, ა. ტრაორე (კუტადო 23), ლამინა (ბურილონი 78), ჟოფრე (სუნუ 76), აბუბაქარი, დიალო.   

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

ვალანსიენი: სისი, პენეტო, მასუაკუ, ანგუა, ლალა, მატერი, საესი, დეკურტუა (დოსევი 55), დუმბია, ბეებეკი, მელიკსონი, ლე ტალეკი (ნგუეტე 68).

მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.

გოლები: 1:0 აბუბაქარი (14)

გაფრთხილება: მატერი (34, 85), ლე ტალეკი (43), ბაკა (90)

გაძევება: მატერი (85).  

მსაჯი: ლესეჟი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15 (3)-9 (2), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 9-18. 

 

რეიმსი – ნანტი 0:0

პარიზი, "აუგუსტ დელანი"

რეიმსი: აგასა, გლომბარდი, ვებერი, ტაკალფრედი, მანდი (კრიშკოვიაკი 46), დევო (კურტიე 80), ატარი, ოლბეკი, ონიანჟი, ფორტესი, შარბონიე.   

მწვრთნელი: უბერტ ფურნიე.

ნანტი: რიო, კ. სისოკო, სიჩერო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ბედოია, დეო (ბ. ტურე 88), ბესა, ვერეტუ (პანკრატი 76), ჯორჯევიჩი, არისტეგუიტა (გაკპე 74).

მწვრთნელი: მიშელ დელ ზაქარიანი.

გაფრთხილება: ტაკალფრედი (55).

მსაჯი: ვარელა.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (1)-11 (2), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 5-4, სეივი: 21-1, ჯარიმა: 12-4.

 

რენი – ლილი 0:0

რენი, "სტად დე რუტი".

რენი: არმანი, კოსტილი, მორეირა (ბოიე 13), კანა-ბიიკი, დანზე, მაკუნი (ბაკაიოკო 80), ფერე, პაიო, ერდინქი, საიდი (პიტროიპა 73), ნელსონ ოლივეირა.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.

ლილი: ენიეამა, სუარე, კიაერი, ბასა, ბერია, გუიე, ბელმონტი (მეიტე 74), მავუბა (დელაპლასი 90), მენდესი (ორიგინ 75), როდელინი, კალუ.

მწვრთნელი: რენე ჟირარი. 

გაფრთხილებები: კიაერი (23), ბოიე (45), მეიტე (82).  

მსაჯი: რაინვილი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11 (2)--9 (2), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 11-14.

 

 

სოშო – აიაჩო 0:0

სოში, "აუგუსტ ბონალი"'

სოშო: პუპლინი, ფოსურიე, კარლაო, ზუმა, კორშია, რუდე, დუბაი, ეიკმაიერი, კონტუ (პრჩიჩი 90), ნოგეირა (რაფა დიასი 77), ბაკამბუ (ა.რ. კამარა 69).

მწვრთნელი: ერიკ ელი.

აიაჩო: ოჩოა, ბონარი, პეროზო, ნადიუ, ანდრე, ს. დიარა, მოსტეფა, პედრეტი (პოპესკუ 90), პერაცი, ბელგაზუანი, მუტუ (ლასნი 55). 

მწვრთნელი: ფაბრიციო რავანელი.   

გაფრთხილებები: დიარა (46), ზუმა (55).

მსაჯი: დესაჟი.  

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18 (5)--10 (3), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 8-11.

 

კვირას გაიმართება: სენტ-ეტიენი – ბორდო, ნიცა – მონპელიე, მარსელი – მონაკო.

ბომბარდირები: 4 – რივიერი (მონაკო), 3 – ლაკაზეტი (ლიონი), პაიე, ჟინიაკი (ორივე – მარსელი), იატაბარე (გინგამი), ნელსონ ოლივეირა (რენი), ბერიგო (ევიანი).  

 

 

 

1.             მარსელი                3       3        0      0        6:1       9       
2. პსჟ 4 2 2 0 6:3 8
3. მონაკო 3 2 1 0 6:1 7
4. რენი 4 2 1 1 5:4 7
5. რეიმსი 4 2 1 1 4:3 7
6. ლილი 4 2 1 1 3:2 7
7. ლიონი 4 2 0 2 8:4 6
8. სტ.ეტიენი 3 2 0 1 2:1 6
9. ბასტია 4 2 0 2 4:4 6
10. ლორიანი 4 2 0 2 3:4 6
11. ნანტი 4 1 1 2 4:4 4
12. ბორდო 3 1 1 1 2:3 4
13. მონპელიე 3 1 1 1 4:6 4
14. ევიანი 4 1 1 2 4:6 4
15. ნიცა 3 1 1 1 2:5 4
16. ვალანსიენი 4 1 0 3 3:4 3
17. აიაჩო 4 0 3 1 1:2 3
18. გენგამი 4 1 0 3 3:6 3
19. სოშო 4 0 2 2 3:6 2
20. ტულუზა 4 0 2 2 2:6 2

 

 

 

0.148382