ფრანგული “ლიონი” არგენტინელი ფორვარდის – ლისანდრო ლოპესის შენარჩუნებას ცდილობს და მასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა. Leprogress.fr-ს ცნობით, ფრანგებს თავდამსხმელის დაყოლიება ფინანსური კრიზისის გამო უჭირთ.
ლისანდროს “ლიონთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ივლისამდე აკავშირებს და თუკი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, კლუბი მას ზაფხულშივე გაყიდის. ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ლისანდრო ლოპესის ხილვით იტალიური კლუბები – “იუვენტუსი” და “ფიორენტინა” არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, არგენტინელის სახელს ფრანგულ “მონაკოსაც” უკავშირებენ.