ფეხბურთი

20:52 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლიონი“ და „ნიცა“ ბრძოლას განაგრძობენ

ლიგა ერთის 37-ე ტურის ბოლო მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მებრძოლი გუნდები ხვდებოდნენ. თუ „ლიონი“ ნიცაში მოიგებდა, რემი გარდის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებდნენ. ხოლო თუ მასპინძლები იმარჯვებდნენ, ევროპის ლიგისთვის ბრძოლაში დაწინაურდებოდნენ და ჩემპიონთა ლიგისთვისაც გაიბრძოლებდნენ. თამაში ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნიცა“ ჩემპიონთა ლიგისთვის ვეღარ იბრძოლებს და გარდა ამისა, კლოდ პუელის შეგირდებს, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც გაუჭირდებათ.

პირველი ტაიმი უგოლო დასრულდა, ხოლო მე-2 ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით 10 წამში, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად სვიტანიჩმა აქცია.

73-ე წუთზე, გონალონის მიერ მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო, „ლიონი“ კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. ქულების გამყოფი გოლი გრენიემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა.

ბოლო ტურში, „ნიცა“ იმ „აიაჩოს“ ეწვევა, რომელსაც ქულა ჭირდება, ხოლო „ლიონი“ უმოტივაციო „რენს“ უმასპინძლებს. რემი გარდის გუნდი, მოგების შემთხვევაში, მე-3 ადგილს შეინარჩუნებს. რაც შეეხება „ნიცას“ - მოგების გარდა, კლოდ პუელის გუნდს „ლილის“ მიერ ქულების დაკარგვაც ჭირდება.

 

ნიცა-ლიონი 1:1 (0:0)

ნიცა, “მუნისიპალ რაი” 15968

ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, სიველი, პეიჩინოვიჩი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, ბოზეტი (პიე 69), ტრაორე (დიასი 76), ბოტეაკი (ბაოკენი 88), სვიტანიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

ლიონი (4-2-3-1): ლოპესი, რევეილერი, ბისევაცი, კონე, დაბო, მალბრანკი (ლოპესი 68), გონალონი, ბენზია (ლაკასეტე 46), გრენიე, გურკუფი, გომისი (ფერი 80).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:1 სვიტანიჩი (47, პენ), 1:1 გრენიე (76).

გაფრთხილებები: ტრაორე 38, კოლოძიეშაკი 45, სიველი 65 - ბენზია 1, კონე 52, გრენიე 59, გონალონი 65.

გაძევება: გონალონი 73.

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 7 (2)-9 (6), კუთხური: 2-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 7-9, ჯარიმა: 19-19.

თეგებილიონინიცა
0.127651