საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის ბოლო მატჩს უნდა გაერკვია, მოახერხებდა თუ არა „მარსელი“ საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებას. ლიონში გამართულ შეხვედრაში, ელი ბოპის შეგირდებმა ვერ მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერს ისინი 7 ქულით ჩამორჩებიან და დიდი ალბათობით, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებენ. „ჟერლანზე“ დაფიქსირებული ნულოვანი ფრე კიდევ უფრო მიუღებელი შედეგია „ლიონისთვის“. 27 ტურის შემდეგ, რემი გარდის შეგირდები ლიდერ პსჟ-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ, ახლა კი, სხვაობა კიდევ 2 ქულით გაიზარდა. მართალია, „ლიონი“ საჩემპიონო ბრძოლაში უშანსოდ არაა, მაგრამ ამ გუნდს „პარი სენ ჟერმენზე“ მეტი ქულის მოპოვება ნამდვილად გაუჭირდება.
28-ე ტური წარმატებული გამოდგა „ბორდოსთვის“, რომელმაც ზედიზედ 4 წაგების შემდეგ იმარჯვა. ფრანსის ჟილოს გუნდს 3 ქულა დიაბატემ მოუტანა, რომელმაც 57-ე წუთზე, ბენ კალფალას ფლანგური გადაცემით ისარგებლა.
ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, ევროსაგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ნიცასთან“ უქულოდ დარჩა „მონპელიე“. ნიცაში გამართული შეხვედრის გმირი სტეფან ბაოკენი გახდა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონს მე-12 და 24-ე წუთებზე გაუტანა.
ნიცა-მონპელიე 2:0 (2:0)
ნიცა, “მუნისიპალ რაი” 11642
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, ჟენევუა, სიველი, გომისი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, ბოზეტი (დიასი 54), ბრუინსი (მერიემი 53), ბოტეკი, ბაოკენი (მოპეი 67).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, ჰილტონი, ელ კაუტარი, სტამბული, დაბო, პიტო (მარტინი 68), უტაკა, ბელანდა, მუნიე (შაბრონიე 72), ერერა (კამარა 46).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ბაოკენი (12), 2:0 ბაოკენი (24).
გაფრთხილებები: ბრუინსი 43 – პიტო 67, კონგრი 69, მარტინი 83.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 6 (3)-6 (2), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 19-14.
ბორდო-ბასტია 1:0 (0:0)
ბორდო, “შაბან დელმა” 15963
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, პლანუსი, მარანჟი, პუნჟი, პოლო, სერტიჩი (პლაზილი 76), ბენ კალფალა, სევე, მორის-ბელეი (დიაბატე 46), როლანი (ობრანიაკი 46).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი, მარი, შოპლინი, პალმიერი, კაზრი, ფატი (სანსი 90), ინკუმი (არეკი 54), ილანი (ბარბატო 64), ბეოვუ, მაულიდა.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი
გოლი: 1:0 დიაბატე (57).
გაფრთხილებები: შოპლინი 18, კაზრი 90+2.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (9)-4 (1), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 14-22.
ლიონი-მარსელი 0:0
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი (4-3-3): ვერკუტრი, დაბო, ბისევაცი, ლოვრენი, უმტიტი, მალბრანკი, გონალონსი, ფოფანა (გრენიე 63), ლაკასეტე, გომისი, ლოპესი (გეცალი 81).
მწვრთნელი: რემი გარდი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, ბარტონი, სუგუ (ჯ. აიუ 74), ვალბუენა (კადირი 87), ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
გაფრთხილებები: სუგუ 59, ვალბუენა 78.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 6 (2)-6 (1), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-11, ჯარიმა: 15-20.
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 24, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 16, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
შემდეგი ტური
15 მარტი
მარსელი-აიაჩო.
16 მარტი
ბასტია-ლიონი; ლორიანი-ბრესტი; სოშო-ვალანსიენი; ლილი-ევიანი; მონპელიე-ტრუა; რეიმსი-რენი.
17 მარტი
ნანსი-ნიცა; ტულუზა-ბორდო; სენტ ეტიენი-პსჟ.