ფეხბურთი

11:09 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “ვერასდროს ვიფიქრებდი 400 გოლს თუ გავიტანდი”

 

კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელ შემტევს ლიონელ მესის 27 სექტემბერს ღირშესანიშნავი დღე ჰქონდა - კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.

პრიმერა დივიზიონის გრანდმა “გრანადას” 6 უპასუხო გოლი გაუტანა, არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მისი 62-ე წუთზე გატანილი პირველი გოლი კი, კარიერაში მე-400 აღმოჩნდა. ასთ შედეგს მესიმ 27 წლის ასაკში მიაღწია.

“არასდროს მიფიქრია, რომ მსგავსი შედეგის მიღწევას მოვახერხებდი. მოხარული ვარ ამ ნიშნულამდე რომ მივედი და მადლობა ყველას, ვინც მომილოცა. გაჩერებას არ ვაპირებ და აუცილებლად გავაგრძელებ გოლების გატანას, რათა “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრებს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო” - თქვა მესიმ.

0.116479