ფეხბურთი

19:57 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიორენტე: “მზად ვარ ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო”

 

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე აცხადებს, რომ მას ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ ბასკი შემტევი “ბებერ სინიორაში” გადასვლით მაინც კმაყოფილია.

“იუვენტუსში” თამაშით ბედნიერი ვარ. აქ მე ნდობა გამომიცხადეს და ყველაზე მთავარი სწორედ ესაა.

სანამ ტურინში გადმოვიდოდი, ანტონიო კონტეს ხშირად ვესაუბრებოდი. ის მცდელობას არ აკლებდა, რომ კარიერა სწორედ “იუვენტუსში” გამეგრძელებინა. ასეთი ყურადღება შეუმჩნეველი არასდროს რჩება.

ახალ გარემოსთან ადაპტაცია ნამდვილად გამიჭირდა. ჩემთვის, ყველაფერი ახალი იყო – კლუბი, ენა, კულტურა. თუმცა, ყველა სირთულე წარსულს ჩაჰბარდა და მზად ვარ ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო.” – აცხადებს ლიორენტე.

ფერნანდო ლიორენტე “იუვენტუსში” გასულ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. თავიდან, ანტონიო კონტე მას თითქმის არ ათამაშებდა, მაგრამ ბოლო დროს, ბასკს მოედანზე უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ.

0.15747