თამაშგარე

11:49 | 4.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლინდსი ვონმა გაყრა აღიარა

2010 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა თხილამურებით სწრაფდაშვებაში, ამერიკელმა ლინდსი ვონმა უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოსდა იგი “დენვერ ბრონკოსის” ქვორტერბეკ ტიმ ტიბოუს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ლინდსი ვონმა ქმართან განქორწინების პროცესი ახლახან დაიწყო. მიუხედავად ამისა, იგი ამბობს, რომ უამრავი ჭორი და შეტყობინებაა, მაგრამ ის ამჟამად არავის არ ხვდება და მისი გული თავისუფალია.
ლინდსი ვონმა, როგორც ამას უამრავი ლამაზმანი აკეთებს პოპულარობის მოსახვეჭად და ფანების მოსამრავლებლად, თავადვე შეუწყო ხელი მის შესახებ ხმების გავრცელებას. კერძოდ, ბივერ კრიკში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე გიგანტურ სლალომში გამარჯვების შემდეგ, მან ტიბოუს ცნობილი პოზა გაიმეორა, როდესაც ცალ მუხლზე დაიჩოქა და ლოცვა წაიკითხა. რაც ვონმა იმით ახსნა, რომ იგი ტიბოუს ოჯახს იცნობს და ეს ქმედება მხოლოდ მის მიმართ პატივისცემის გამოხატვა იყო და მეტი არაფერი.

0.142668