თამაშგარე

13:27 | 16.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლინდსი ვონი არდადეგებით ტკბება

ცნობილი ამერიკელი მოთხილამურე, 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი არდადეგებით ტკბება.
“საფრანგეთის სამხრეთით დასთან ერთად დროს შესანიშნავად ვატარებ! მზე აცხუნებს, წყალი კი, კრისტალივით გამჭვირვალეა. დაელოდეთ ფოტოებს”, - მიაწერა სპორტსმენმა საკუთარ სურათს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე განათავსა.
გასული სეზონი 27 წლის ლინდსისთვის ძალიან იღბლიანი გამოდგა. ის მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო სწრაფდაშვებასა და სუპერკომბინაციაში - Super-G-ს ბროლის გლობუსები მოიპოვა. ვონმა სეზონი ქალთა შორის რეკორდული შედეგით – 1980 ქულით დაასრულა და სულ რაღაც 20 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ ჰერმან მაიერის 2000 ქულიანი რეკორდი გაემეორებინა.

0.577359