ცნობილი მსახიობი და მოდელი ლინდსი ლოჰენი მადრიდის “რეალის“ არგენტინელ ფეხბურთელ გონსალო იგუაინს ორი წლის წინ დაშორდა. მაშინ ლოჰენმა არგენტინელ თავდამსხმელს მსახობი მიშელ როდრიგესი ამჯობინა. თუმცა, ლინდსიმ დიდი ხნის ურთიერთობა ვერც მიშელთან შეძლო და ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ლოჰენი როდრიგესსაც დაშორდა.
დაახლოებით ორი კვირის წინ, ლინდსი ლოჰენი პოპულარული ჟურნალის, ”მაქსიმის” გარეკანზე გამოჩნდა და ამ ჟურნალისათვის საკმაოდ თამამი ფოტოებიც გადაიღო. ”მაქსიმის” მიერ მოწყობილ სპეციალურ გალა-წარმოდგენაზე მისულმა კი ჟურნალისტების კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიდა ღონისძიებაზე კავალერის გარეშე, ლაკონური პასუხი გასცა.
”ცხოვრება გრძელდება, რაღაცები მთავრდება და ვიღაცებს ვკარგავთ”, – დაახლოებით ასეთი იყო ლინდსი ლოჰენის პასუხი ჟურნალისტებისათვის. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ლოჰენს უკვე ჰყავს ახალი გულისსწორი შერჩეული, თუ მარტოსული ქალის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთი ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს: ლინდსის ”გულის კარები გამოკეტილი არ უნდა ჰქონდეს”.