ფეხბურთი

13:34 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიმს “ვალენსიას” ყიდვა უნდა

ესპანური “ვალენსიას” პრეზიდენტმა ამადეო სალვომ დაადასტურა, რომ კლუბის შეძებნა სინგაპურელ ბიზნესმენ პიტერ ლიმს სურს და მიზნის მისაღწევად მზადაა დიდი თანხა გადაიხადოს.

“პიტერ ლიმის შეთავაზება საოცარია. კლუბი დაახლოებით 200-250 მილიონ ევროდ გაიყიდება. ახალმა ინვესტორმა უნდა დაფაროს ბანკის ვალი, შეიძინოს ახალი ფეხბურთელები და გვპირდება ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებას. კლუბის მმართველობაში ჩაერთვებიან ვალენსიას მაცხოვრებლები. ლიმს ძალიან უყვარს ფეხბურთი. “ვალენსიას” მთავარმა კრედიტორმა Bankia-მ ნოემბერში რადიკალური ზომები მიიღო და ჩვენ მათ ვალის დაფარვის გარანტია მივეცით” - განაცხადა სალვომ.

ლიმის ქონება 2,05 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

0.116009