ფეხბურთი

1:42 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლილმა“ „რენი“ უქულოდ გაისტუმრა

საფრანგეთის უმაღლესი ლიგის 25–ე ტური „ლილისა“ და „ რენის“ დაპირისპირებით გაიხსნა. ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებმა თითო ტაიმში თითო გოლი მიიღეს და 2–ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

„რენისთვის“ ძალზე უიღბლო იყო 24–ე წუთი, როდესაც მცველმა კრის მავინგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლილი“ დააწინაურა. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და მატჩის სადავეები მთლიანად ხელთ იგდეს. ცხადი იყო, რომ რუდი გარსიას გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებდა და სხვა შედეგს არ შეეგუებოდა.

თავის მხრივ, ქულის გადარჩენას „რენიც“ ცდილობდა, მაგრამ სტუმრები რეალური საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მატჩში წერტილი მასპინძელთა „შვიდიანმა“ – დიმიტრი პაიეტმა დასვა და ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.

 

ვილნიოვ დ’ასკი. „მეტროპოლი“.

ლილი – რენი 2:0 (1:0)

ლილი: ელანა, დინი, ბერია, ბაშა, შეჯუ, ბალმონი, გეიე, მარტენი (ორიგი 90), პაიეტი (როზეგნალი 89), კალუ, როდლენი (რუ 83).

მწვრთნელი: რუდი გარსია

რენი: კოსტილი, ტეოფილ–კატერინი, მავინგა, კანა–ბიკი, ილუნგა, დანზე, დიარა (კონდარსენი 70), ფერე, მაკუნი, ალესანდრინი (სანე 35), ერდინჩი (დიარა 74).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი

გოლები: 1:0 მავინგა (24ს.კ), 2:0 პაიეტი (61)

გაფრთხილებები: მარტენი (82) – მაკუნი (64)

არში დარტყმა: 8 (4) – 8 (2) ჯარიმა: 16 - 10 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 3 – 3

 

1. პსჟ 24 15 6 3 45:13 51
2. ლიონი 24 13 6 5 39:24 45
3. მარსელი 24 13 4 7 31:29 43
4. სტ.ეტიენი 24 11 7 6 36:18 40
5. რენი 25 12 4 9 37:32 40
6. ნიცა 24 10 9 5 36:28 39
7. ბორდო 24 9 11 4 26:16 38
8. ლილი 25 9 10 6 32:25 37
9. ლორიანი 24 9 9 6 39:38 36
10. მონპელიე 24 10 5 9 39:32 35
11. ვალანსიენი        24 9 6 9 34:35 33
12. ტულუზა 24 8 7 9 30:30 31
13. აიაჩო 24 7 9 8 27:32 28
14. ბასტია 24 7 5 12 29:50 26
15. ბრესტი 24 7 3 14 24:35 24
16. რეიმსი 24 5 8 11 21:28 23
17. ევიანი 24 5 8 11 24:36 23
18. სოშო 24 6 5 13 22:34 23
19. ტრუა 24 3 9 12 26:44 18
20. ნანსი 24 3 9 12 22:40 18

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბომბარდირები

იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 21, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") - 12, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 11, ალესანდრინი („რენი“) – 10, ბენ იედერი ("ტულუზა"), მოდესტე ("ბასტია"), ბენ ბაზატი („ბრესტი“), ალიადიერი („ლორიანი“), ერდინგი („რენი“) – 9.

16 თებერვალი

მარსელი-ვალანსიენი; ლორიანი-ევიანი; მონპელიე-ნანსი; ბასტია-ნიცა; ბრესტი-აიაჩო; ტულუზა-ტრუა.

17 თებერვალი

ბორდო-ლიონი; რეიმსი-სენტ ეტიენი; სოშო-პსჟ.

0.1138