23 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი სებასტიენ კორშია კარიერას “ლილში” განაგრძობს. “სოშოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დასრულებულია.
გუნდის მთავარი მარჯვენა მცველის ფრანკ ბერიას ტრავმის შემდეგ, “ლილი” იძულებული გახდა მისი შემცვლელი მოეძებნა. არჩევანი “სოშოს” 23 წლის ფეხბურთელზე შეჩერდა, რომლის ტრანსფერიც დღეს გაოფიციალურდა. ცნობილია, რომ კორშიამ “ლილთან” 2018 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, “ლილს” კორშია 1.8 მილინი ევრო დაუჯდა. შეთანხმება ერთმილიონიან ბონუსსაც ითვალისწინებს.
სებასტიან კორშია “სოშოში” 2011 წლიდან თამაშობდა. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, 22 მატჩიდან, მან 20 შეუცვლელად ჩაატარა.