11 მატჩიდან კარის მშრალად 9-ჯერ შენახვა - ასეთი შედეგი აქვს რენე ჟირარის „ლილს“, რომელმაც ლიგა ერთის მე-11 ტურის გახსნით თამაშში, „ნანტის“ მოგებათა ოთხმატჩიანი სერია შეწყვიტა.
ნანტში გამართული მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან როდელინმა ჩააწოდა, ხოლო თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ნოლან რუმ არბიტრის შეცდომა შეირგო და ვარდნაში დარტყმით გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ნანტი-ლილი 0:1 (0:1)
ნანტი, “ლუი ფონტენო” 32289
ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური (ვეინო 46), ტურე (არისტიგიეტა 68), დო, გაკპე, ვერეტო, ბესატი (ნიკოლიტა 78), ჯორდევიჩი.
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, როზენალი, სუარე, მავუბა, ბალმონი (დელეპლასი 90), როდელინი (მეიტე 68), გუეიე, კალუ (ტულიო 89), რუ.
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლი: 0:1 რუ (41).
გაფრთხილებები: ჯილობოჯი 46 - გუეიე 42, კიაერი 73, რუ 74, სუარე 90+5.
გაძევება: ჯილობოჯი 82.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7 (2)-11 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 11-20.