ფეხბურთი

5:59 | 15.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლილი“ და „მარსელი“ უგოლოდ გაიყარნენ

საფრანგეთის ჩემპიონატის 32–ე ტურის დასკვნით დღეს, „ლიონმა“ „ტულუზას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. თავის გამოჩენის შანსი სტუმრებსაც არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ ქულის გადარჩენა ვერ შეძლეს.

რემი გარდის გუნდი მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, როდესაც ალექსანდრ ლაკაზეტის პასის შემდეგ, კლემან გრენიემ თითქმის დაუცველ კარში იოლად გადაგზავნა ბურთი. აქედან 20 წუთში, სტუმრება ვისამ ბენ იედერის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ საყაიმო ანგარიში დიდ ხანს ვერ შეინარჩუნეს – მეორე ტაიმის  საწყის წუთებში, ბაკარი კონემ „ლიონი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. მოგვიანებით ბაფეტიმი გომისიც გამოირჩა და ანგარიში 3:1 გახადა, რის შემდეგაც მასპინძელთა გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა.

ფრანგული ფეხბურთის გულშემატკივრები ტურის ერთ–ერთ გამორჩეულ მატჩს „მეტროპოლზე“ ელოდნენ, სადაც „ლილმა“ „მარსელს“ უმასპინძლა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ საქმე გოლამდე ვერ მიიყვანეს და ტაბლოზეც 0:0 დაფიქსირდა.

„ნიცამ“ „სოშო“ მიიღო და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 7–წუთიან მონაკვეთში, მასპინძლები 2–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ  და ხელიდან აღარც გაუშვიათ. მეტიც, 84–ე წუთზე, დარიო ცვიტანიჩმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა „სოშოს“ ქომაგები და თავის გუნდს საჭირო გამარჯვება მოუტანა.

 

ნიცა. „სტად დიუ რეი“.

ნიცა – სოშო 3:0 (0:0)

ნიცა: ოსპინა, სიველი, პეიჩინოვიჩი, ჟენევუა, კოლოზეინაკი, დიგარი, ტრაორე (ბრუინსი 76), ანენი, პიე (მერიემი 85), ბოტიაკი (ობრიელი 77), ცვიტანიჩი.

მწვრთნელი: კლოდ პიუელი

სოშო: პულენი, კორჩია, კანტე, სოჟე, ნოგეირა, კარლანი (პეიბერნე 45), რუდე (მიკარი 65), პუჟოლი, კონტუ (ბუდებუზი 61), ბაკამბუ, სიო.

მწვრთნელი: ერიკ ელი

გოლები: 1:0 ტრაორე (51), 2:0 დიგარი (59), 3:0 ცვიტანიჩი (84)

გაფრთხილებები: ცვიტანიჩი (79) – რუდე (32), პუჟოლი (36)

კარში დარტყმა: 13 (6) – 5 (1) ჯარიმა: 11 - 10 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 61% -39% სეივი: 2 – 4

 

ტულუზა. „მუნისიპალი“.

ლიონი – ტულუზა 3:1 (1:1)

ლიონი: ვერკგრუგი, დაბო, რევეიერი (ფოფანა 46), კონე, იუმტიტი, გურკუფი, გრენიე, გონალონი, ბრიანი (ბენზია 84), ლოპესი, ლაკაზეტი (გომისი 31).

მწვრთნელი: რემი გარდი

ტულუზა: ბლონდელი, ძებინა, ნინკოვი, აბდენური, ორიე, დიდო (სირეიკსი (74), ტაბანუ (ჯალუ 84), კაპუე, რაბიო, ბრატენი, ბენ–იედერი (რეგატენი 69).

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა

გოლები: 1:0 გრენიე (8), 1:1 ბენ–იედერი (28), 2:1 კონე (48), 3:1 გომისი (63)

გაფრთხილებები: ვერკრუტი – რეგატენი (83)

კარში დარტყმა: 5 (3) – 7 (1) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 8 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 45% -55%

 

ვილნევ დ’ასკი. „მეტროპოლი“.

ლილი – მარსელი 0:0

ლილი: ელანა, ბაშა, ბერია, შეჯუ, სიდიბე, ბალმონი, მარტენი (პედრეტი 88), გეიე, პაიეტი, კალუ (რუ 85), როდლენი (ორიგი 74).

მწვრთნელი: რუდი გარსია

მარსელი: მანდანდა, მორელი, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, შეირუ, ვალბუენა (ბარტონი 77), კადირი (ჯ.აიუ 50), რომაო, ჟინიაკი, ა.აიუ.

მწვრთნელი: ელი ბოპი

გაფრთხილებები: ბალმონი (68) – ბარტონი (90)

კარში დარტყმა: 10 (6) – 6 (3) ჯარიმა: 14 - 15 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 58% -42% სეივი: 3 – 8

0.058826