საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ ქვეყნის ჩემპიონატის 2013-2014 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ 9 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20 საათსა და 45 წუთზე, გახსნით მატჩში, ერთმანეთს გასული 2 გათამაშების გამარჯვებული, “მონპელიე” და “პარი სენ ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. თამაში მონპელიეში გაიმართება.
საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტები პსჟ და “მონაკო” არიან. ეს გუნდები ერთმანეთს მე-6 ტურში, 22 სექტემბერს, პარიზში და 24-ე ტურში, 8 თებერვალს, მონაკოში შეხვდებიან.
საფრანგეთის ჩემპიონატის 2013-2014 წლების სეზონის სრული კალენდარი.