ჭადრაკი

23:34 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა ხუთეულში ფანცულაია და პაიჭაძეც იმყოფებიან

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონა გაფრდინაშვილის თასის გათამაშებაში მე-3 ტურის პარტიები ჩატარდა. მისი შედეგებით, ქულათა მაქსიმუმით 5 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის ლევან ფანცულაია (2590) და ლუკა პაიჭაძეც (2543) იმყოფებიან.

ფანცულაიამ შავი ფიგურებით სომეხ ჰოვიკ აირაპეტიანს (2438) სძლია, პაიჭაძემ კი თეთრებით რუსი დავიდ პარავიანი (2428) დაამარცხა. ქართველთა გარდა, ლიდერებში უკრაინელ ანდრეი ბარიშპოლეცს (2540) და სომხებს – ჰოვანეს არზუმანიანს (2137) და დავიდ შაჰინიანსაც (2383) ვხედავთ.

მე-4 ტურში ფანცულაია ბარიშპოლეცს ეთამაშება, არზუმანიანი – პაიჭაძეს, შაჰინიანი კი კონსტანტინე შანავას (2550), რომლის აქტივშიც 2.5 ქულაა.

0.118631