“ღია” ტურნირში მესამე ტურის შემდეგ ლიდერთა რიცხვი 30-დან 9-მდე შემცირდა და მათ შორის სამი სუსტი სქესის წარმომადგენელია: ნინო ხურციძე, მაკა ფურცელძე და მაია ლომინეიშვილი.
ლიდერთა შორისაა გაგა ბერაძეც, რომელმაც გამოცდილი დავით მაღალაშვილი დაამარცხა.
ყველაზე პატარებში (8-წლამდე) ქულათა მაქსიმუმით ლიდერობას განაგრძობენ: ლილე გუმბერიძე, დიანა ლომაია, სალომე ბეიტრიშვილი და ანა მაჭარაშვილი. გოგონებისგან განსხვაებით ამავე ასაკის ბიჭუნებს მხოლოდ ერთი მონაწილე რობერტ მურადიანი შემორჩათ დანაკარგის გარეშე.
10-წლამდე გოგონებში 3 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა თამარ ესაძე,ხოლო ბიჭებში სადიგ მამადოვი და რაფი გაზარიანი.
ყველაზე უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ელენე კოსტავამ იგდო ხელთ ლიდერობა, ბიჭებში კი ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაწინაურდა ასევე მაქსიმალური შედეგით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია