ჭადრაკი

14:23 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერს ქულით ჩამორჩებიან

ინდოეთის ქალაქ დელიში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის 5 ტურის თავზე ერთპიროვნულად მასპინძელი აბჰიჯეეტ გუპტა (2606) დაწინაურდა, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.

ლიდერს ქულით 11 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მიჰყვება, რომელთა შორის მერაბ გაგუნაშვილი (2547) და ლევან ფანცულაიაც (2614) იმყოფებიან. დამატებითი მაჩვენებლებით გაგუნაშვილი მეოთხეა, ხოლო ფანცულაია – მეათე. 2.5 ქულით მხოლოდ 55-ე პოზიცია უკავია თორნიკე სანიკიძეს (2541).

ათ ტურად მიმდინაერე ტურნირის მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. გაგუნაშვილი ბობირ სატაროვს (უზბეკეთი, 2194) ეთამაშება, ფანცულაია თეთრებითვე ჩაკრავარტი დეეპანს (ინდოეთი, 2475) გაეჯიბრება, ხოლო სანიკიძის მეტოქე კარტიკი (ინდოეთი, 2179) იქნება.

0.127335