ჭადრაკი

22:41 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერის პირველი ყაიმი

საქართველოს ქალთა 71-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში ზედიზედ მოგებული 5 პარტიის კვალად, სოფიო ნიკოლაძემ (2174) პირველი ყაიმი დააფიქსირა. იგი შავი ფიგურებით სოფიო გვეტაძეს (2313) დაუზავდა და 5.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

გვეტაძე 5.0 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მე-3 პოზიციაზე კი ნინო ხომერიკია (2063) 4.5 ქულით. მე-7 ტურში ნიკოლაძე ხომერიკს ეთამაშება, გვეტაძის მეტოქე კი ნანი უნაფქოშვილი (2061) იქნება.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

0.122189