სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

22:49 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი უკვე ორია

საქართველოს 73-ე ჩემპიონატის პირველ ლიგის მე-5 ტურში ლიდერთა პარტიების უმეტესობა ყაიმით დასრულდა, ივერი ჭიღლაძემ (2369) კი შავი ფიგურებით გაბრიელ ბეჭვაია (1852) დაამარცხა და 4.0 ქულა მოაგროვა, რითაც ტურნირის სათავეში დავით ბენიძეს (2510) შეუწყვილდა.

ლიდერებს 0.5 ქულით 8 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება: გიგა ყუფარაძე (2515), ნინო ხურციძე (2452), ირაკლი ბერაძე (2379), სოფიო გვეტაძე (2319), დავით ლომსაძე (2345), ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), ირაკლი კელეპტრიშვილი (1969), ზურაბ ჯავახაძე (2451).

მე-6 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბენიძე-ჭიღლაძე, გვეტაძე-ყუფარაძე, მორჩიაშვილი-ხურციძე, კელეპტრიშვილი-ბერაძე, ალექსანდრე ყაშაშვილი (2356)-ლომსაძე.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან, ტურნირი კი 23 დეკემბრამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119166