ჭადრაკი

16:20 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებში ქართველიცაა

ინდურ ოდიშაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-9 ტურის წინ 6.5 ქულით სამი მოჭადრაკე დაწინაურდა: ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი, 2594), სური ვაიბჰავი (ინდოეთი, 2524) და ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2535).

მე-8 ტურში პაიჭაძემ მასპინძელ ნიტინს (2357) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერებს ნახევარი ქულით 6 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის კიდევ 2 ქართველია. დამატებითი მაჩვენებლებით, მერაბ გაგუნაშვილი (2560) მე-5 პოზიციაზეა, მიხეილ მჭედლიშვილი (2621) კი მეცხრეა.

გაგუნაშვილი ხსენებულ ვაიბჰავს დაუზავდა, ხოლო მჭედლიშვილმა კიდევ ერთი ინდოელი არავინდი (2439) დაამარცხა.

ინდოელვე პრასანას (2427) დაუზავდა ლევან ფანცულაია (2573), რომელიც 5.5 ქულით 147 (!) მონაწილეს შორის მე-16 საფეხურზეა.

მომდევნო ტურში პაიჭაძე შავი ფიგურებით ვაიბჰავს ეთამაშება, გაგუნაშვილი ასევე შავებით სომეხ გევორგ არუტუნიანს (2434) დაუპირისპირდება, მჭედლიშვილი და ფანცულაია კი თეთრებით იასპარეზებენ. მიხეილის მეტოქე სვაიამსი (ინდოეთი, 2442) იქნება, ხოლო ფანცულაიასი – დასი (ინდოეთი, 2435).

0.484935