ჭადრაკი

14:28 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებში 2 ქართველი მოჭადრაკეცაა

აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 2 თავზე ქულათა მაქსიმუმით 7 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველიცაა: ლევან ფანცულაია (2573) და კონსტანტინე შანავა (2551).

მე-2 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით კამალ აღასიევი (აზერბაიჯანი, 2405) დაამარცხა, ხოლო შანავამ შავებით მისრატდინ ისკანდაროვს (აზერბაიჯანი, 2403) სძლია.

მომდევნო ტურში პირველ ორ დაფაზე ქართველები ითამაშებენ. შანავა თეთრებით ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ანტონ კორობოვს (უკრაინა, 2696) გაეჯიბრება, ფანცულაია კი შავებით ალეკსანდრ შიმანოვს (რუსეთი, 2636) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნახიჭევანში კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს. მერაბ გაგუნაშვილი (2560) და ლუკა პაიჭაძე (2535) 1.5-1.5 ქულით, შესაბამისად, მე-13 და მე-16 პოზიციებზე იმყოფებიან, ხოლო საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე (2536) 1.0 ქულით 34-ეა.

აზერბაიჯანში ბაჩანა მორჩიაშვილსაც (2337) უნდა ეთამაშა, თუმცა, პირველ ტურში გამოუცხადებლობისთვის მას წაგება ჩაეთვალა, მე-2 ტურში კი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა. როგორც სჩანს, ბაჩანა ნახიჭევანში არ ჩასულა.

0.117138