ფეხბურთი

21:42 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიბია აფრიკის თასს აღარ უმასპინძლებს

2017 წლის აფრიკის თასის გათამაშება ლიბიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ლიბიის მთავრობა მონაწილე ნაკრებებს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს.

ქაიროში, ლიბიის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მეთაურებს შეხვდნენ და გადაწყვეტილება ამცნეს.

კონფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირის მასპინძლობის მსურველმა ქვეყნებმა, აფრიკის თასის ჩატარების სურვილი 30 სექტემბრამდე უნდა დაადასტურონ, ხოლო კონფედერაცია მასპინძელის ვინაობას 2015 წელს გამოავლენს.

გიორგი ბალახაძე

0.119473