ფეხბურთი

18:25 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიაიჩის მომავალი გაურკვეველია

 

ფლორენციის "ფიორენტინას" აღმასრულებელი დირექტორი სანდრო მენკუჩი აღიარებს, რომ "მილანი" აქტიურად მუშაობს ადემ ლიაიჩის ტრანსფერზე. "როსონერებმა" "იებს" 21 წლის სერბის სანაცვლოდ უკვე შესთავაზეს 8 მილიონი ევრო, თუმცა უარი მიიღეს, სერბ თავდამსხმელს კი კარიერის გაგრძელება უკეთეს კლუბში სურს. მენკუჩი აღიარებს, რომ კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერია მოსალოდნელი.

"უახლოეს დღეებში ჩვენ მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ და ამ ისტორიას დავამთავრებთ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და შევეცდებით, ყველაფერი კლუბის სასიკეთოდ გადაწყდეს" _ განუცხადა Corriere dello Sport-ს მენკუჩიმ.

ამავდროულად "ფიორენტინას" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა აღნიშნავს, რომ ლიაიჩის ასაკის ფეხბურთელის სპეკულაცია წასვლასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა შესაძლებელია ლიაიჩმა ძლიერ კლუბში მომავალი დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ სერბმა თავდამსხმელმა "ფიორენტინას" მაისურით 78 მატჩი ჩაატარა და თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

 

0.113386