მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ჩოგანმა ლი ნამ მოულოდნელად მეორე წრეში დაასრულა ასპარეზობა საფრანგეთის ღია პირველობაზე. გამოცდილმა ჩინელმა ჩოგბურთელმა მძიმე ბრძოლაში იწვნია მარცხი 28 წლის ამერიკელ ბეტანი მატეკ-სანდსთან 7:5, 3:6, 2:6.
შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლი ნამ 5 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთბაშად 7-ჯერ დათმო. ორივე ჩოგბურთელმა 3-3 ეისი ჩააოდა, თუმცა ჩინელს გაცილებით მეტი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა 5:3. ამ სპორტსმენთა ურთიერთდაპირიპირებათა ისტორიაში ბეტანიმ ნავსი გატეხა და პირველი გამარჯვება იზეიმა სახელოვან მეტოქესთან 1:3.
მატეკ-სანდსი როლან გაროსის მესამე წრეში არგენტინელ პაოლა ორმაეჩეას დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ, რამოდენიმე საათით ადრე ასპარეზობას გამოთიშა იაროსლავა შვედოვა 6:4, 7:6.