გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის გახსნით მატჩში, „გლადბახმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. სამი ჰიპიას გუნდს მიონხენგლადბახელთა დასამარცხებლად გოლი ეყოთ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ლევერკუზენელთა კორეელმა ფორვარდმა სონ სიუნ-მინმა საჯარიმოს მისადომებიდან დაჰკრა და ძალზე ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა. მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. მასპინძლებმა ქულის გადარჩენა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ - 0:1.
ამგვარად, „ლევერკუზენმა“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა, „გლადბახი“ კი, მე-5 ადგილზე დარჩა.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი - ლევერკუზენი 0:1 (0:0)
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, ნორდვეიტი, იანჩკე, არანგო (იუნესი 83), რაფაელი, ჯაკა (მლაპა 83), კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 67).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, კასტრო, როლფესი, სემი (დერდიოკი 69), ბენდერი, კანი, კისლინგი (ვოლშაიდი 90), ჰიუნ-მინი (ჰეგელერი 81).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გოლი: 0:1 ჰიუნ-მინი (62)
გაფრთხილება: ჰერმანი (55), კრუზე (77) - ვოლშაიდი (10), კანი (30), კისლინგი (37)
კარში დარტყმა: 14 (6) – 12 (5) ჯარიმა: 13 - 19 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 4 – 6