ფეხბურთი

18:45 | 30.05.2013 | ნანახია 3113 - ჯერ

“ლევერკუზენმა” დაადასტურა: შიურლე “ჩელსიში” მიდის

გერმანული “ლევერკუზენის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვოლფრანგ ჰოლცჰოიზერმა განაცხადა, რომ თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, თავდამსხმელი ანდრე შიურლე კარიერას ლონდონის “ჩელსიში” განაგრძობს. Tribalfootball-ის ცნობით, მხარეებს შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ და მცირე ფორმალობებია დარჩენილი.

“გარკვეული თანხის საფასურად, “ჩელსი” ჩვენს ფორვარდ შიურლეს შეიძენს, მის ნაცვლად კი, კევინ დე ბრუინეს იჯარით ავიყვანთ”, - განაცხადა ჰოლცჰოიზერმა.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, შიურლემ 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:19 | 05.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ ძაან ყ ეა რა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076613
3113