„ვოლფსბურგმა“ ბრემენის „ვერდერთან“ თავისი გუშინდელი მატჩი მოიგო და მეოთხეადგილოსან „ლევერკუზენს“ ქულებით დაეწია, მაგრამ სამი ჰიპიას გუნდმა დღეს „აუგსბურგი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა. მე-11 წუთზე, ლევერკუზენთა ფორვარდი შტეფან კისლინგი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმის წყალობით, თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, აუგსბურგელები გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. „ლევერკუზენს“ 3 ქულის მოპოვება მართებდა და შეტევაში გადავიდა. მატჩის დასკვნით 10 წუთში, სონ ჰიუნ-მინმა და ემრე კანმა თითო გოლი მიითვალეს და ტაბლოზე 1:3 დააფიქსირეს.
„შტუტგარტი“ „ნიურნბერგს“ ეწვია და შინ უქულოდ დაბრუნდა. მასპინძლებმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს და საჭირო 3 ქულა მოიპოვეს. ნიურნბერგელები ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და უშუალო კონკურენტთან გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა სამეულიდან თავის დასაღწევად მართლაც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. კონკურენტთა დაპირისპირება შედგა ჰამბურგშიც, სადაც ადგილობრივი კლუბი „ფრაიბურგს“ დაუხვდა. გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს - 1:1.
ნიურნბერგი. „გრუნდიგი“.
ნიურნბერგი - შტუტგარტი 2:0 (1:0)
ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, პლატენჰარდტი, ანგა-ლეტშერი, კამპანია (ბალიჩი 75), ფოილნერი (მაკი 84), გლოუშეკი, კიოტაკე, შტარკი, ფრანცი, დრმიჩი (პეკჰარტი 87).
მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი
შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა, შვაბი, ნიდერმაიერი, რაუში (მაქსიმი 46), საკაი (გრუესო 69), რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე, იბიშევიჩი, ჰარნიკი (ვერნერი 46).
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
გოლი: 1:0 დრმიჩი (43), 2:0 დრმიჩი (54)
გაფრთხილება: შტარკი (86) - საკაი (61)
კარში დარტყმა: 11 (6) – 13 (3) ჯარიმა: 18 - 12 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 3 – 4
აუგსბურგი. „სგლ არენა“.
აუგსბურგი - ლევერკუზენი 1:3 (0:1)
აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ფილპი (ვერჰაგი 61), ოსტრცოლეკი, ვერნერი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი (მიოლდერსი 85), ბობადილია (მილიკი 72), ალტინტოპი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ლევერკუზენი: ლენო, გუარდადო (ვოლშაიდი 88), ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, კასტრო (ბრანდტი 67), ბენდერი, კანი, კისლინგი, ჰიუნ-მინი (როლფესი 85).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გოლი: 0:1 კისლინგი (11), 1:1 ვერნერი (59), 1:2 ჰიუნ-მინი (80), 1:3 კანი (83)
გაფრთხილება: ბაიერი (76), ჰანი (88) - კანი (44), გუარდადო (78)
კარში დარტყმა: 22 (13) – 13 (6) ჯარიმა: 12 - 19 კუთხური: 10 - 3 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 12
ფრანკფურტი. „კომერცბანკი“.
აინტრახტი - გლადბახი 1:0 (1:0)
აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, ჯაკპა (ჩელოცი 90), სამბრანო, ბარნეტა (შტენდერა 88), აიგნერი (კადლეცი 83), ლანიგი, ფლიუმი, ხოსელუ.
მწვრთნელი: არმინ ფე
გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, ნორდტვეიტი, დამსი, არანგო (იუნესი 78), რაფაელი, კორბი (რუპი 79), კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 55).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 ხოსელუ (16)
გაფრთხილება: ფლიუმი (56), კადლეცი (86) - კრუზე (45), დამსი (50)
კარში დარტყმა: 14 (7) – 9 (2) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 11 - 7 თამაშგარე: 7 - 1 ბურთის ფლობა: 41% - 59% სეივი: 2 – 6
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“.
ჰოფენჰაიმი - ჰანოვერი 3:1 (1:1)
ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, ჯონსონი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (ჰერდლინგი 69), რუდი, შტორბლი, ფირმინო, მოდესტი (ზიულე 86), ფოლანდი (ელიუნუსი 89).
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ჰანოვერი: ცილერი, შულცი, პოკონიოლი (პრიბი 85), საკაი, ანდრეასენი, ჰოფმანი, ჰუსტი, შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი (შლაუდრაფი 66), რუდნევი (ია კონანი 80).
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლი: 0:1 ანდრეასენი (10), 1:1 პოლანსკი (13), 2:1 მოდესტი (51), 3:1 რუდი (90)
გაფრთხილება: ბეკი (38) - ჰუსტი (28)
გაძევება: შმიდებახი (76)
კარში დარტყმა: 21 (13) – 8 (2) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 1 – 10
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 45000
ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:1 (0:0)
ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი, ვან დერ ვარტი, ირაჩეკი (ტეშე 62), ბადელი, არსლანი, ზუა, ლასოგა.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
აინტრახტი: ბაუმანი, კრმაში, მუიჯა (გიუნტერი 34), სორგი, გუედე, გინტერი, ფერნანდესი (შმიდი 63), შუსტერი, დარიდა, კლაუსი, მეჰმედი (კერკი 90).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 0:1 დარიდა (50), 1:1 ლასოგა (55)
გაფრთხილება: ბადელი (65) - მეჰმედი (42), კლაუსი (53)
კარში დარტყმა: 21 (12) – 11 (4) ჯარიმა: 18 - 17 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 3 – 11