ფეხბურთი

16:45 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენი” “ინტერის” მცველს იმატებს

გერმანული “ლევერკუზენი” მილანის “ინტერის” მცველით – ჯულიო დონატითი გაძლიერდება. Tuttomercatoweb-ს ცნობით, მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაადასტურებენ.

რამდენადაც ცნობილია, მხარეებს ყველა დეტალი შეთანხმებული აქვთ და 23 წლის უკანახაზელი მომდევნო სეზონს ბუნდესლიგაში დაიწყებს. ლევერკუზენელებს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

აღშანიშნავია, რომ “ინტერს” დონატი მიჯრით რამდენიმე სეზონი ჰყავდა განათხოვრებული იტალიის ქვედა დივიზიონის კლუბებში. აქვე გეტყვით, რომ მცველს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 

0.120406