გერმანიის ბუნდესლიგის მე–16 ტურში, „ლევერკუზენმა“ მარცხი იწვნია და პირველადგილოსან „ბაიერნთან“ ქულათა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა. ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდი უახლოეს მდევარს კვლავ 7 ქულით უსწრებს.
სამი ჰიპიას გაწვრთნილთა დამარცხება „აინტრახტმა“ მოახერხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ფრანკფურტელთა მცველმა მარკო რუსმა აიღო ლევერკუზენელთა კარი და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
გელზენკირხენის „შალკე“ „ფრაიბურგს“ დაუხვდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმის მიწურულს, „ხუმარები“ ნიკოლას ჰეფლერის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ და შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ.
შეხვედრის მეორე ნახევარში, „შალკე“ კიდევ უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და ანგარიშში სხვაობის გაზრდაც მალევე მოახერხა. ჯეფერსონ ფარფანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო ფრაიბურგელთა კარი და ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 60661
შალკე – ფრაიბურგი 2:0 (1:0)
შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, სანტანა, ფუკსი (ჯონსი 58), მატიპი, კოლაზინაკი, ნოიშტედტერი, ფარფანი (პაპადოპულოსი 88), ბოატენგი, მეიერი (გორეცკა 82), სალაი.
მწვრთნელი: იენს კელერი
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გუედე, ფერნანდესი (კლაუსი 62), ჰეფლერი (ალბუტატი 63), დარიდა, გინტერი, მეჰმედი (ჰანკე 72).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლი: 1:0 ჰეფლერი (44ს.კ), 2:0 ფარფანი (67პენ.)
გაფრთხილება: ფერნანდესი (32), კრმაში (45), ჰეფლერი (61)
კარში დარტყმა: 13 (8) – 8 (5) ჯარიმა: 16 - 21 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 5 – 6
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 27000
ლევერკუზენი – აინტრახტი 0:1 (0:0)
ლევერკუზენი: ლენო, ვოლშაიდი, ტოპრაკი, დონატი (ოზტუნალი 84), კასტრო, როლფესი, ბენდერი (ჰეგელერი 67), კანი, კრუზი (დერდიოკი 67), კისლინგი, ჰიუნ–მინი.
მწვრთნელი: სამი ჰიპია
აინტრახტი: ტრაპი, ჯაკპა, რუსი (ბარნეტა 76), იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, შვეგლერი, როზენტალი, ფლიუმი, შრეკი (ბაკალორცი 87), ხოსელუ.
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლი: 0:1 რუსი (61)
გაფრთხილება: კისლინგი (10), ჰეგელერი (70), როლფესი (86), ვოლშაიდი (87) – სამბრანო (50), ფლიუმი (78), შვეგლერი (85)
კარში დარტყმა: 15 (9) – 16 (10) ჯარიმა: 16 - 24 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 9 – 9