ფეხბურთი

22:07 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლევანტემ” მენდილიბარი დანიშნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის “ლევანტეს” მთავარ მწვრთნელად ხოსე ლუის მენდილიბარი დაინიშნა, რომელიც “გრანადაში” წასულ ხოაკინ კაპაროსს შეცვლის. ამის თაობაზე ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

53 წლის მენდილიბარმა “ლევანტესთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გააფორმა. თუკი სინიორ ხოსე ლუისის მუშაობა კლუბის ხელმძღვანელებს დააკმაყოფილებს, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდება. მენდილიბარი ბოლოს პამპლონას “ოსასუნას” ედგა სათავეში. ბასკთა ამ კლუბის მთავარმწვრთნელობიდან ის 2013-ის სექტემბერში დაითხოვეს (უწინ “ეიბარში”, “ატლეტიკსა” და “ვალიადოლიდში” მუშაობდა), ფეხბურთელობისას კი ამპლუით ნახევარმცველი მენდილიბარი “ლოგრონიესის”, “სესტაოსა” და “ლემონას” ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, “ლევანტემ” გასულ პრიმერა დივიზიონში მეათე ადგილი დაიკავა.

0.117549