დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, დაადასტურა ინფორმაცია მასსა და მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობას შორის წინასწარი შეთანხმების შესახებ. შეგახსენებთ, ერთ-ერთმა პოლონურმა გამოცემამ მკითხველს აუწყა, რომ ლევანდოვსკი ბავარიელებს უკვე შეუთანხმდა და მას ოფიციალურად იანვრის დასაწყისში წარადგენენ.
“დიახ, იანვარში “ბაიერნში” გადავალ”, – უთხრა ლევანდოვსკიმ გერმანელ ჟურნალისტებს.