სხვა

16:16 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა სამინისტროში ავთანდილ ხურციძეს უმასპინძლა

ქართველი მოკრივე ერთ-ერთი ქამრისთვის თბილისში იბრძოლებს

6 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში პროფესიონალ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს შეხვდა. ხურციძე WBA და WBC ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელი და არაერთი ჯილდოს მფლობელია. მინისტრმა და სპორტსმენმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ხურციძის სურვილია, რომ მომავალ წელს ერთ-ერთი ქამრისთვის (WBC, WBO, ABF ვერსიები) ბრძოლა თბილისში გამართოს. ქართველი მოკრივე უახლოეს პერიოდში ამერიკაში გამგზავრებას და მომავალი მეტოქის შესარჩევად მოლაპარაკების გამართვას აპირებს. აქედანვე ცნობილია, რომ ხურციძის სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს რეიტინგის ათეულის წევრი იქნება.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.123054