სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ის, რაც ქართულ კალათბურთში ხდება, არის იმ არასწორი სტრუქტურის ბრალი, რომელიც წლების განმავლობაში იყო და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. ამის შესახებ ლევან ყიფიანმა “
მისივე თქმით, პრობლემები, რაც ეროვნულ ჩემპიონატშია, ერთ და ორ დღეში არ დაგროვილა, ეტაპობრივად მოდის წლების განმავლობაში და ამ ყველაფერმა თავი იჩინა დღეს.
“კალათბურთის ფედერაცია და ჩვენ ერთობლივად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღარ დაუდგეს გუნდებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს და გუნდებმა ჩვეულებრივად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა”, - განაცხადა ყიფიანმა.
ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს კლუბ “არმიას”, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ დააფინანსებს გუნდს “შსს”, სპორტის სამინისტრო აღარ დააფინანსებს ”ოლიმპის” კლუბს და დაინტერესდა, ასეთ ფონზე, როგორ უნდა გააგრძელონ კლუბებმა არსებობა.
ლევან ყიფიანის განცხადებით, მათ თავიდანვე თქვეს, რომ უწყებრივი დაფინანსება არასწორია და უნდა არსებობდეს მუნიციპალური დაფინანსება ან კერძო ინვესტორები.
“ჩვენთან არც თუ ისე იოლად მოდიან ბიზნესმენები სპორტში. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინვესტორმა შუა გზაში მიატოვა გუნდები”, - განაცხადა ყიფიანმა.
მან ტყუილი უწოდა იმას, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრები მინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
“მე არ მსმენია, რომ ნაკრები ჩივის უყურადღებობას. ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღებაა და ყველა პირობაა შექმნილი, რომ გუნდს მიეღწია იმ შედეგებისთვის, რასაც მიაღწია”, -განაცხადა ყიფიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნაკრების წევრებს გუშინაც შეხვდა და ისიც ცნობილი იყო, რომ საკალათბურთო ნაკრები ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებდა.
რაც შეეხება საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, მინისტროს თქმით, ჩემპიონატი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს.
www.ipn.ge