სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში გაემგზავრა. მინისტრი რიო დე ჟანეროში 26 აგვისტოდან 1 სექტემბერს გასამართ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება და ასევე რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
ლევან ყიფიანი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, 22 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) კონგრესს დაესწრება, 23 აგვისტოს კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს და ასევე სპორტულ ორგანიზაცია “სპორტ აკორდის” პრეზიდენტს მარიუს ვიზერს შეხვდება, სადაც ქართული ძუდოს სამომავლო განვითარებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე იქნება საუბარი.
მინისტრის სამხრეთ ამერიკაში ვიზიტისას ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბრაზილიაში სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სპორტზე პასუხისმგებელ პირებთან.
მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 26 აგვისტოს გაიხსნება. 26-30 აგვისტოს შეჯიბრება ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩატარდება, 1 სექტემბერს კი გუნდური პირველობა გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური