ფეხბურთი

13:11 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ძალიან სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ”

შეკრებებს შორის პაუზისას, ლვოვის “კარპატის” ფეხბურთელებს შორის, ლევან ყენია მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დასვენება ყველაზე ნაკლებად მოუწია. საქმე ისაა, რომ მან საქართველოს ეროვნულ გუნდში ტირანაში ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და მოგებულ (2:1) მატჩში, საგოლე პასიც მიითვალა. შესაბამისად, დასასვენებლად ცოტა დრო ჰქონდა. ნაკრებიდან დაბრუნებული ყენია, მორიგ თურქულ შეკრებაზე თანაგუნდელებს უკვე შეუერთდა და “კარპატის” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუც მისცა.

- ლევან, დასვენება ვერ მოახერხე?

- ამისთვის ბევრი დრო არ მქონდა. ალბანელების წინააღმდეგ სტუმრად ვითამაშეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. ამით, სათანადოდ რომ ვერ დავისვენე იმის კომპენსაცია მოვახდინე.

- გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანე?

- დიახ. პარტნიორს საგოლე პასი მივეცი. თავდაპირველად თარგამაძემ მომძებნა, ხოლო შემდეგ გადაცემა ვაწაძეს გავუკეთე, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

- თამაშის მერე, მაშინვე თურქეთში დაბრუნდი?

- არა. თავდაპირველად სახლში შევიარე, ხოლო შემდეგ ანთალიაში ჩავფრინდი. ჩემი ოჯახის წევრების ანხვა ძალიან მინდოდა.

- საერთო ჯამში, თავს როგორ გრძნობ?

- სავსებით ნორმალურად, როგორც ამ პერიოდს შეეფერება, როდესაც დატვირთვების ფონზე დაღლილობა იგრძნობა. ასეც უნდა იყოს.

 

 

 

0.128093